შემთხვევით გადავაწყდი, გიორგი თარგამაძე როგორ ხტება ტანსაცმლიდან, ვახო სანაიას ეს როგორ აკადრეთო

1611
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამოქალაქო აქტივისტ მანჩო გიორგობიანის პოსტი სოციალურ ქსელში:

“შემთხვევით გადავაწყდი, გიორგი თარგამაძე როგორ ხტება ტანსაცმლიდან, ვახო სანაიას ეს როგორ აკადრეთო?!

კი , ბატონო, ჩემთვის წარმოუდგენელია ბავშვებთან და ქალებთან ერთად მყოფი ადამიანის ცემა, ყოვლად გაუმართლებელია!.. მაგრამ რასაც ახლა თარგამაძე მთავრობას აბრალებს, ეს ზუსტად მათი-პოლიტიკური პარტიების მარიონეტი ჟურნალიუგების დათესილია!..

საერთოდ რომ არ უფრთხილდებით არავის ოჯახს, ამის ბრალია ეს ყველაფერი, ხშირად ტყუილად რომ ლაფში სვრით ადამიანებს!. მაშინ რატომ არ ფიქრობთ სხვის შვილებზე, ხალხს რომ უქსევთ მოსამართლეების, პროკურორების და პოლიციელების ოჯახებს?!

ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პატრონი მიხუნჰაუზენის მოგონილია, დაწყებული პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერიდან და გავრცელებიდან, გაგრძელებული პოლიტიკოსების ოჯახებზე თავდასხმებით!.. ხალხს პანაშვიდებზე უვარდებით და მკვდრებს იმის მიხედვით ათრევთ, თქვენ პოლიტიკურ ინტერესებს როგორ სჭირდება!..

კიდევ მილიონი რამის ჩამოთვლა შემიძლია, დიდი ხანია, საზოგადოება გაფრთხილებთ თქვენ, ვინც ყველას და ყველაფერს იმეტებთ, ოღონდ კი ნაცხლისტობა დაუბრუნდეს ხელისუფლებას!. უკადრებელს კადრულობთ, სამშობლოს ღალატობთ და ტაშს უკრავთ “გარეჯი საქართველო არ ყოფილას”..

პაპუნა უგრეხელიძეს რომ სექსუალური ძალადაობა დააბრალეთ, რადგან ოცნების კადრი იყო, თუ გახსოვთ? სასამართლომ გაამართლა და აბა, მის მცირეწლოვან ქალიშვილს რომელიმე არხმა ბოდიში თუ მოუხადეთ?!

ძალიან შორს წამიყვანს ჩამოთვლა, თვითმკვლელობას და კრიმინალს რიხით აცხადებთ, რომ მეცნიერულად დადასტურებული კოპირება მოხდეს – დანაშაულის გამეორებას უბიძგებთ… პანტა-პუნტით მოაკვლევინეთ ლუკას შემდეგ, იმავე ათ დღეში, კიდევ ხუთ ბავშვს თავი! კიდევ ერთ თვითმკვლელ ბავშვს კი შიმშილობა დააბრალეთ, როდესაც იმ ბავშვის მამა წელს იწყვეტდა შრომით და მის შვილს არ აკლებდა შეძლებისდაგვარად არაფერს!..ეს კაცი რატომ არ შეიცოდეთ?!.

პოლიტუტკების გამო ყველაფერს კადრულობთ, როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ! მასე არ არის ეს ცხოვრება, ბუმერანგია , დაიმახსოვრეთ, როგორც ჩემთვის , ისე თქვენთვისაც!. ცოტა გონს მოეგეთ, წინ გაიხედეთ! .. და მორჩით ეკრანებიდან ღვარძლის , ბალღამის ფრქვევას! ლომის წილი თქვენი გაბოროტებული და გასადისტებულია ეს ხალხი!..”- წერს მანჩო გიორგობიანი.

თქვენი კომენტარი?