კატეგორიულად არ ვუერთდები ამ მიკერძოებულ მანიფესტს და მოვითხოვ მასში ჩაემატოს – ბაკურ სვანიძე

356
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ეხმიანება ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლების მანიფესტს:

მე – ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე კატეგორიულად არ ვუერთდები ამ მიკერძოებულ მანიფესტს და მოვითხოვ მასში ჩაემატოს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მედიის მუშაკებზე სიძულვილის ენით საუბარი უნდა შეწყვიტონ ასევე ე.წ. “ოპოზიციის” წარმომადგენლებმა და თავად ე.წ. “ოპოზიციური” მედიის და ვითომ “სამოქალაქო სექტორის” წარმომადგენლებმაც,

ვინაიდან მათგან გაცილებით ხშირია თავდასხმები და გაცილებით უფრო სიძულვილით გაჟღენთილია ჟურნალისტებისადმი მიმართვები! აი, სწორედ ასეთი მიკერძოებული და ცალმხრივი ე.წ. “ოპოზიციური” მედია რომ გვყავს იმიტომ ხდება ის რაც ხდება!

ასე რომ, მე პირადად შევუერთდები ამ მანიფესტს მხოლოდ მაშინ, როდესაც მანიფესტის შინაარსში ჩაამატებენ ე.წ. “ოპოზიციის” ლიდერებსაც და თავის თავსაც – ანუ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც წამოიწყეს ეს “მედია – ომები”. მხოლოდ ასე იქნება სამართლიანი ეს ე.წ. “მანიფესტი”.

იმედი მაქვს შემომიერთდებიან სხვა სამართლიანი ჟურნალისტები და მედია-საშუალებებიც და თუ ესენი არ ჩაამატებენ, ჩვენ შეგვიძლია ცალკე შევიმუშავოთ სამართლიანი მანიფესტი და გავავრცლეოთ. ნუ მივცემთ უფლებას ამ ცილისმწამებელი მატყუარების ბანდას ასე ექსკლუზიურად ილაპარაკონ და განცხადებები ავრცელონ “ქართული მედიის” სახელით!”- აცხადებს ბაკურ სვანიძე.

ამ თემაზე:

ოპოზიციური მედიის მანიფესტი

თქვენი კომენტარი?