სად არის ირმა ინაშვილი და როგორ აფასებს არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს? (ვიდეო)

428
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სად წახვედით, სად გაქრით და რას იტყვით ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე? – ამ კითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ, “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარ მდივან ირმა ინაშვილს გადაცემაში “რეაქცია”, რაზეც მან უპასუხა, რომ ისინი არ გამქრალან პოლიტიკური ველიდან და მოქმედებენ, რათა ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიული გზით

“არსადაც არ გავმქრალვარ, შეიძლება არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც უხარიათ, რომ გავქრეთ პოლიტიკური ველიდან და სხვათა შორის, ეს გეგმაც ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ აქ ვართ ჩვენ, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით განვითარდეს”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის შეფასებით, სახეზეა უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ის დარწმუნებულია, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება.

თქვენი კომენტარი?