ჩვენც შევქმნათ პეტიცია, რომ მოეშვან ჟურნალისტები მოქალაქეების დატერორებას მათი უნიტაზი ტელევიზიებიდან – ანრი ბიბინეიშვილი

1311
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენც შევქმნათ პეტიცია, რომ მოეშვან ჟურნალისტები მოქალაქეების დატერორებას მათი უნიტაზი ტელევიზიებიდან! არ შეიძლება?’– ასე ეხმიანება მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მანიფესტს.

“არ შეიძლება აიკრძალოს სიყალბე ტელევიზიაში? ტყუილი, შეურაცხყოფა რელიგიისა თუ მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა მისამართით! არ შეიძლება?

და თუ არა, მაშინ დაიმახსოვრეთ, რომ სულ იქნებით დევნილები, რადგან საზღვარი არ აქვს თქვენ უზრდელობას და თავხედობას!

ეხება ყველა ტელევიზიას და ძალიან კარგად იცით, განსაკუთრებით რომელს!
ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეურაცხყოფა სარწმუნოების, ქვეყნის და ხალხის, ყოველთვის “გათელილი” იქნება აქ, ან ფურთხით, ან წიხლით! (რა თქმა უნდა წიხლის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ფურთხი თუ იმსახურებენ, ყოველი ჩამოწმენდის შემდეგ ჩამოსაწმენდი უნდა გახადო ისევ ფურთხით”- ამბობს ანრი ბიბინეიშვილი.

ამ თემაზე:

ოპოზიციური მედიის მანიფესტი

თქვენი კომენტარი?