მშვიდობიანი განვითარებისათვის ყველა მტკივნეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს – დავით კიკალიშვილი

1000
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ დავით კიკალიშვილის მოსაზრება არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და გამოსავალზე.

“დღეს, საქართველოში, რეალური პოლიტიკური კომპრომისი ასე ჟღერს: გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ოპოზიციის კანდიდატი( ფარი დევნისაგან) ოპოზიციას, მინიმუმ, სამი სამინისტრო პორტფელი, პარლამენტში უმცირესობის მიერ საგამოძიებო კომისიის,უმრავლესობის თანხმობის გარეშე, შექმნის უფლება და რამდენიმე მნიშვნელოვანი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობა. პრეზიდენტი იწყალებს პოლიტპატიმრებს. ამის სანაცვლოდ ოპოზიცია ხსნის ხელახალი არჩევნების მოთხოვნას და შედის პარლამენტში.

შევეცადე წარმოუდგენელი წარმომედგინა და ცოტა რეალისტი ვყოფილიყავი. მშვიდობიანი განვითარებისათვის ყველა მტკივნეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს.”- წერს დავით კიკალიშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?