საშინელი ზეწოლაა ხელისუფლებაზე, გულწრფელად მეცოდება ირაკლი ღარიბაშვილი – მაია ნიკოლეიშვილი

2582
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საშინელი ზეწოლაა ხელისუფლებაზე. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გულწრფელად მენანება იმ ზეწოლებისთვის, რაც მას მოუწევს და რის ქვეშაც ის არის”- ამის შესახებ მაია ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია “Postv”-ის ეთერში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, გუშინ და დღეს ამბობენ, რატომ შესთავაზა პროკურატურამ ისევ გირაო თუ მართლები არიან, მართლები არიან კი არა, საშინელი ზეწოლაა ხელისუფლებაზე”- ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, უცხოელი მეგობრებისგან ან სტრატეგიული პარტნიორისგან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ  საქართველოს ხელისუფლებიდან მათ საკმარისად არ მიეწოდებათ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე, შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გავიდეს კავშირზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

” ინფორმაცია არ ჰყოფნით და ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, რომ საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ალბათ სამოქალაქო საზოგადოება უნდა გავიდეს კონტაქტზე, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

თქვენი კომენტარი?