როდესაც ჩვენ ჰესებს ვაშენებდით, მაშინ ეს იყო აუცილებელი – მიხეილ სააკაშვილი

292
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

როდესაც ჩვენ ჰესებს ვაშენებდით ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში, მაშინ ეს იყო აუცილებელი იმიტომ, რომ საქართველო იყო მთლიანად ჩაბნელებული და გვჭირდებოდა თითოეული ქართველის ოჯახისთვის დენის მისაყვანად.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას და ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის სხვა დარგების, ამიტომ დღეს დიდი ჰესების მშენებლობას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, ივანიშვილმა გაყიდოს თავისი ჰაიდელბერგის ცემენტის პროდუქცია, რომელიც არის ძირითადი მომმარაგებელი ჰესების მშენებლობისას და ზუსტად ამისთვის იყო შეძენილი რომ ივანიშვილმა ყველა ჰესიდან აიღოს 25%, პლიუს მიიღოს უფასო დენი თავისი ბიტკოინებისთვის – საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან ამას უკვე აღარაფერი საერთო აღარ აქვს იმიტომ, რომ პირდაპირ ხელს უშლის ეკონომიკის მთავარი დარგის ტურიზმის განვითარებას და იმის მაგივრად თითოეული ადამიანი გამდიდრდეს, საქართველოს თვალწარმტაცი ბუნებით ამ ბუნების დანგრევით ართმევს ამ ადამიანებს შემოსვლის წყაროს და მხოლოდ ივანიშვილს და მის ორ-სამ პარტნიორს აძლევს შემოსავალს. ეს არის განსხვავება მაშინდელ საწყის პირობებს და დღევანდელ პირობებს შორის!”– განაცხადა სააკაშვილმა.

თქვენი კომენტარი?