22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კვდება – გიორგი ჩალაძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კვდება”- განაცხადა გიორგი ჩალაძემ 12 მაისს, ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისას.

“სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დროულად უნდა მივაწოდოთ ყველა სხვა საჭირო დოკუმენტები, რომ სრულფასოვნად შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე.

ჩვენ ვეუბნებოდით სტრასბურგს, რომ გამოიყენე ინსტრუმენტი, ვიდრე შეისწავლი საქმეს მხოლოდ მარტივი წარმოდგენილი დოკუმენტებით და მტკიცებულებებით, მიიღე გადაწყვეტილება და გადაიყვანე პოლონეთში საქმის შესწავლის გარეშე. სტრასბურგმა თქვა, რომ მაცადეთ, საქმეს შევისწავლი და მივიღებ გადაწყვეტილებას, აი ეს არის დღევანდელი გადაწყვეტილების რაციონალური ახსნა”- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისივე თქმით, სტრაბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში არ აქვს დასაბუთება, თუ რატომ ეთქვა უარი მიხეილ სააკაშვილს.

საქმე კი გრძელდება და ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება.