გახარიას ვამჩნევდი, რომ “ოცნების” ამ ჯგუფთან გაუცხოების მომენტი ჰქონდა – ეკა ბესელია

484
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გახარიას ვამჩნევდი, რომ “ოცნების” ამ ჯგუფთან  (კობახიძე – თალაკვაძე) გაუცხოების მომენტი ჰქონდა”- განაცხადა ეკა ბესელიამ “ფორმულა”-ს გადაცემა “კონტექსტში” სტუმრობისას.

“იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც ის თითქოს დამოუკიდებელ სივრცეს იქმნიდა მის ირგვლივ, რამდენად გამოუვიდოდა ეს სხვა საკითხია, თუმცა კრიტიკულ დროს, კონკრეტულ სიტუაციაში მოიქცა ძალიან სწორად”– განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანვე ისაუბრა 20 ივნისის დარბევაზე, ბესელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეს არ იყო მისი რეჟისურა, მაგრამ მან ეს საკუთარ თავზე აიღო და ეს მისი ტვირთია.

თქვენი კომენტარი?