ვახო სანაია ის არ არის, მას შემდეგ, რაც კარგად დარწმუნდა „ოცნების“ გამარჯვებაში, გამოვიდა „ და გამოაცხადა – სააკაშვილის ხელისუფლება ჩემზე ზეწოლას ახდენდაო? – რუსუდან შარაძე

1133
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსუდან შარაძის პოსტი სოციალურ ქსელში

“ვახო სანაია ის არ არის, 2012 წლის 4 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც კარგად დარწმუნდა „ოცნების“ გამარჯვებაში, გამოვიდა „პირველი არხის“ ეთერში და გამოაცხადა – სააკაშვილის ხელისუფლება ჩემზე ზეწოლას ახდენდაო? ოთხი დღე იფიქრა ბიჭმა

აი, ეს ტიპი, მკვლელების და სამშობლოს გამყიდველების სექტის წევრად რომ გადაიქცა, საკუთარ ყბაში გალაწუნებისთვის სამი კაცის ციხეში ჩალპობას ითხოვს.

რუსიკო სტურუამ მწარე, მაგრამ კორექტული შენიშვნა მისცა და რა ქნა ამ კაცურმა კაცმა? რუსოს ფოტო „გამოაჭენა“ თავის გვერდზე, მონიშნა მისი დირექტორი და თავის ჭკუაში, ჩაუშვა – აი, ასეთი თანამშრომელი გყავთო. როგორი – არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მაინც ითხოვს სასწრაფო რეაგირებას.

ისე, კიდევ კარგი, მხოლოდ რეაგირებას ითხოვს და გადაურჩა რუსუდანი ციხეში ჩალპობას  ე.ი. ამ ვირიშვილებმა ეთერებიდან ქართველებს დედა უნდა გვაგინონ, ხელშეუხებელი არ დაგვიტოვონ არაფერი, რწმენა, ეკლესია თავზე უნდა დაგვამხონ და ამას სიტყვის თავისუფლება ჰქვია, ხოლო შენ თუ ჟუუუურნალისტს (შ.რამიშვილის ხმით) შენიშვნა მიეცი, თუნდაც მწარე, სამსახურიდან უნდა გაგაგდონ. აი, ასე გაიჯეჯილეს ამ ქაჯებმა.”- წერს რუსუდან შარაძე.

ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელ რუსუდან სტურუას პროფილის ფოტო და ფეისბუქზე მონიშნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი თანამშრომელი ჰყავთ მათ და რა კომენტარი დაუწერა მას.

თქვენი კომენტარი?