პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო

489
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც დაესწრება. სწორედ მისი შუამავლობით შედგება ეს შეხვედრა.

ოპოზიციიდან ადგილზე მივიდნენ “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი, “ლელო”-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე, “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, ასევე “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, “ნაციონალური მოძრაობიდან” აკო მინაშვილი და  ხათუნა სამნიძე “რესპუბლიკური” პარტიიდან. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელი პირობაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და გათავისუფლდნენ ე.წ პოლიტპატიმრები.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

თქვენი კომენტარი?