შარლ მიშელის განცხადება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ

1909
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მხარეებს ვთავაზობთ ევროკავშირის მხარდაჭერას. მთავარი მესიჯი არის შემდეგი: ქართველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში არაერთი კომპლექსური გამოწვევაა – ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კორნავირუსი, სტაბილურობა… ამ საღამოს, მე ვარ ამაყი, რადგან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა მხარეებს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, შეხვედრის ყველა მონაწილის პასუხი იყო „კი“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

თქვენი კომენტარი?