ახია მათზე, ახლა იმ ფულებით დაფინანსებული მიტინგები რომ უტარდებათ ცხვირწინ – თეა გვასალია

410
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყოფილი ტელეწამყვანი და მთარგმნელი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება:

“ესპანეთის გადამდგარ მეფეს, ხუან კარლოს პირველს, მობეზრდა აბუ დაბიში ჯდომა და 4 მილიონი ევრო გადაუხადა თავისი ქვეყნის საგადასახადოს, რომელიც მთლიანობაში 8 მილიონს ედავება. მაგრამ ამ თანხის სრულად დაფარვაც არ მისცემს მას თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას, რადგან ესპანეთის პროკურატურაში მის კიდევ ორ საქმეზე მიდის გამოძიება, ერთი ქრთამის აღებას ეხება, მეორე ოფშორებში გახსნილ ანგარიშებს.

ესპანეთშიც კი, რომელიც, ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ნამდვილად არაა ფისკალური უმწიკვლობის მაგალითი, მეფესაც კი არ შეარჩინეს ბიუჯეტის ფული. აქ ვერ ვეღირსეთ ოქროს შუალედს.

ერთმა – ნულოვანი ტოლერანტობაო და დამნაშავე იყო თუ უდანაშაულო, ყველას ციხეში უკრა თავი და ვისაც ჰქონდა, ხომ ფულად წაართვა და ვისაც არა, ექვსნულიანი ვალები ააღებინა ბანკებიდან თავისუფლების სანაცვლოდ. მეორემ კოაბიტაციაო და სამი კაცის მეტი, რომლებსაც სასათბურე პირობები შეუქმნა ციხეში და მოფერიანებულ – ნაპატიები გამოუშვა იქიდან, არავინ გაუსამართლებია, უსუსური პროკურატურის თუ გაურკვეველი ლობისტების ზეწოლის გამო ის წაგლეჯილი მილიონები ყველას შეარჩინა და ახია მათზე, ახლა იმ ფულებით დაფინანსებული მიტინგები რომ უტარდებათ ცხვირწინ.

დანარჩენები, არც აქეთ რომ ვართ და არც იქით, ისევ შიოლას მომლოდინე ფუფალებად დავრჩით და მესამე ძალის გამოჩენამდე ყვავების ხარშვა მოგვიწევს კარგად თავდახურულ ქვაბებში 

P.s. პოლიტიკურ დებატებს ნუ გამიმართავთ, არ აგყვებით”- წერს თეა გვასალია.

თქვენი კომენტარი?