ტვ “პირველმა” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემზე, მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

550
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფარნა მახოხაშვილი წერს, რომ ტვ პირველმა გაავრცელა მისი და ირაკლი კობახიძის ფოტო და ინფორმაცია, თითქოს მან ჩაამთსხვრია მინები “ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისში. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, მისი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

“ტვ პირველმა ჩემ მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას, ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს.

ტვ პირველმა ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ “პირველმა” ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა. მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა?

აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!”- წერს ფარნა მახოხაშვილი.

თქვენი კომენტარი?