ხვდებით ახლა, სააკაშვილმა რამხელა ზიანი მიაყენა საკუთარ თავსაც და ოპოზიციის რეპუტაციასაც დასავლეთში?

705
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში:

“ყველა, ვინც სააკაშვილის შეკავების და გაწონასწორების სურვილის გამო მოღალატეებს გვიწოდებდა, შეთქმულების თეორიებს თხზავდა, ფსიქიატრიულ დიაგნოზებს გვისვამდა – კერპს როგორ შეეხებოდნენ, ფსიქიკურად ჯანმრთელები რომ იყვნენო… აბსოლუტურად ყველა იმკით თქვენი საქციელის შედეგებს დღეს ვაშინგტონში და ბრუსელში.

ჩვენსავით, თქვენც რომ კედელი გაგეკეთებინათ მისთვის (ახლო გარემოცვას ვგულისხმობ), დაეჯახებოდა, გონს შეიძლება მოსულიყო და დღეს ნონ გრატა არ იქნებოდა დასავლეთისთვის.

საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი და და უნდა ვიმოქმედოთ, უზარმაზარ კაპიტალს ფლანგავს და გვაზიანებს მეთქი, რომ ვამბობდი – გაზპრომს შეეკარი, მოღალატე ხარო.
მიხვდით, რომ მისი მეგობრები და კეთილისმსურველები რეალურად ჩვენ ვიყავით? ვერა ხო?!

ხვდებით ახლა, რამხელა ზიანი მიაყენა საკუთარ თავსაც და ოპოზიციის რეპუტაციასაც დასავლეთში?

ისევ ჩემს “ფოლმას” იწუნებთ? იმ ფორმით ვსაუბრობ, რა ფორმითაც ხმას გაგაგონებთ.
ახალ ლიდერებს უნდა ვუთხრა – მორჩილი ხალხის გეშინოდეთ, თქვენი კარიერის ყველა ეტაპზე.”– წერს ჩერგოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?