ცოტა ხანს კიდევ გიყურებთ და მერე ღია წერილით მივმართავ ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს – ხათუნა ბარათაშვილი

963
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ხათუნა ბარათაშვილი სოციალურ ქსელში, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრობს:

“რაც ბატონმა  გახარიამ პოსტი დატოვა – იმ წუთიდან დაიწყეს შავი პიარი მის წინააღმდეგ – სამწუხაროდ ამას აკეთებს ,,ოცნების” ერთი ფრთა.

ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს გახარიას, ფაქტია და ეს უნდა გიხაროდეთ, რადგან ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ივანიშვილის შემდეგ ამხელა რეიტინგით წავიდა, თქვენ კი რა დღეში ხართ?? როგორ და რატომ აპირისპირებთ ოცნების მომხრეებს ერთმანეთს? ვისგან იმართებით – ესეც მალე გაირკვევა და მერე იქნებ ღარიბაშვილის სახელის ხსენებაც აგეკრძალოთ!

ძლივს გაჩნდა შანსი კონსტრუქციული ოპოზიცია შეიქმნას, თქვენ კი სადაცაა გაგიჟდეთ: “ვაითუ გახარიამ პარტია შექმნა და რა გვეშველება, დავიღუპეთო!” ვინ ხართ საერთოდ, საიდან მოხვედით? ეგაა თქვენი ერთგულება იმ გუნდისა – რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა??

ცოტა ხანს კიდევ გიყურებთ და მერე ღია წერილით მივმართავ ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს – აღკვეთოს თქვენი ეს უმსგავსობა. ბ-ი ირაკლი იყო ერთ-ერთი განსაკუთრებულად წარმატებული თავდაცვის მინისტრი და ახლა ვუსურვებ, რომ იყოს ერთ-ერთი ღირსეული პრემიერი, თქვენ კი – კი არ აპიარებთ, პირიქით, თქვენი საქციელით ოცნების მომხრეების დაპირისპირებას ახერხებთ! ამიტომ გირჩევთ და გაითვალისწინეთ: დაყენდით, სანამ სახელებით და გვარებით მივმართეთ პრემიერს”- წერს ხათუნა ბარათაშვილი.

თქვენი კომენტარი?