როდის იწურება ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადა? – ანი ნადარეიშვილი ინფორმაციას ავრცელებს

367
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბაჩო ახალაიას სასჯელის 9 წლიანი ვადა, 2021 წლის 6 ნოემბერს უმთავრდება, ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში, თუმცა დასძენს, რომ ამ წელს ის ვერ გამოდის ციხიდან,(მისივე თქმით, არ უშვებენ)  თუმცა არ იცის, რატომ.

“ეს დღეებია ძალიან ბევრი თქვენგანი მეკითხება, თუ როდის უმთავრდება ბაჩოს ე.წ. “სასჯელის ვადა”.

ბაჩო ახალაიას ივანიშვილმა მიუსაჯა 9 წელი (სიმბოლური ციფრია: 9 წელი… 9 წელი…)

როგორც გახსოვთ ბაჩო 2012 წლის 5 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში, 6 ნოემბერს დაიბარეს პროკურატურაში და ეგრევე დააპატიმრეს, ისე რომ ჯერ არც ე.წ. მოწმეების დაკითხვები ჰქონდათ დამთავრებული და არც საჩივრები შესული პროკურატურაში.

ჰოდა, 2012 წლის 6 ნოემბერს + 9 წელი = 2021 წლის 6 ნოემბერს, ანუ 9 წლიანი სასჯელის ვადა იწურება 2021 წლის 6 ნოემბერს, მაგრამ წელს ვერ გამოდის, არ უშვებენ  რატომო არ მკითხოთ – პასუხი არ მაქვს, მეც ვერავის ვკითხე”– წერს ანი ნადარეიშვილი.

თქვენი კომენტარი?