ვინ მოგცათ უფლება?! – ხათუნა ხოფერია

679
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხათუნა ხოფერიას გამოხმაურება რუსული ვაქცინის საქართველოში შესაძლო შემოტანასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზსა და ამ საკითხზე თენგიზ ცერცვაძის კომენტარზე.

,,რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, მისი შემოტანა პოლიტიკურად მიუღებელია –  თენგიზ ცერცვაძე

რა არის ეს? ტრენდული პატროტიზმი თუ ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება?
თუ ასეა, ნუ გამოიყენებთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს-ის პოპოვმა დანერგა პრაქტიკულ გამოყენებაში

შეაფურთხეთ ბოტკინს, მან ხომ პირველმა აღმოაჩინა ვირუსული ჰეპატიტი(А).
ჩამოართვით ნობელის პრემია პავლოვს, ფიზიოლოგია არა კვახი!

ასევე, გაუუქმეთ ნობელის პრემიები- მეჩნიკოვს, პოლიტიკური საბაბით აღმოჩენილი იმუნიტეტის მექანიზმებისთვის! ჩირინკოვს-ფიზიკური ოპტიკის, ბირთვული ფიზიკის ფუნდამენტალური აღმოჩენებისთვის! ლანდაუს-ფუნდამენტალური აღმოჩენებისთვის კვანტური მექანიზმიდან დაწყებული, ფიზიკრ პლაზმამდე! ბასოვს-პირველი კვანტური გენერატორის გამოგონებისთვის! კაპიცას, კანტოროვიჩს, კურჩატოვს.

დაბრმავდით და არ გაიკეთოთ გლაუკომის ოპერაცია- ის ხომ ფიოდოროვმა დანერგა! არ დაიდოთ მოტეხილობაზე “გიფსი”- ეს ხომ პიროგოვის პოლიტიკურად მიუღებელი მეთოდია!

და ბოლოს,  გააუქმეთ მენდელეევის პერიოდული სისტემა! მაშინ, როცა მიშამ აკრძალა რუსული მუსიკა, საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ეს იყო იმ ხელისუფლების უტვინობის, უღირსობის, ვიღაცის მხრიდან დაკვეთილი პოლიტიკის სრული დემონსტრირება! ეს იყო ზეწოლა ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე!

ის რაც ხდება დღეს, რუსული ვაქცინის გაპოლიტიზირების თვალსაზრისით, არის ზეწოლა და მანიპულაცია ჩვენი ფიზოლოგიური სიცოცხლით! ვინ მოგცათ უფლება?!”– წერს ხათუნა ხოფერია.

თქვენი კომენტარი?