“სამწუხაროდ”, ნაცსექტის მიერ დაანონსებული “სანქციები” დაგვიწესეს – გია აბაშიძე

2549
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“სამწუხაროდ”, ნაცსექტის მიერ დაანონსებული “სანქციები” დაგვიწესეს.”– ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პენტაგონის მხარდამჭერ განცხადებას,  რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს.

“დააკვირდით, როგორც კი ორკესტრირებულად უტევენ “ქართულ ოცნებას” სააკაშვილის აპოლოგეტები და აბრალებენ რუსეთუმეობას, კიდევ უფრო აქტიურდებიან დასავლელი პარტნიორები და ჩვენი მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ სიმაღლეზე ადის. გააგრძელონ უვიცმა დეზინფორმატორებმა გოიმური პროპაგანდა. რეალობა კი სულ სხვაა, რომელსაც ისინი არ/ვერ ხედავენ და ‘აუთსაიდერობის’ ჭაობში მეტად იძირებიან.“- წერს გია აბაშიძე.

იხილეთ განცხადება:

„დღეს, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პენტაგონში აღნიშნავენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერეს, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

„მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს წვლილისა და ავღანეთში ქართული ჯარის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთის საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის უნდა გაგრძელდეს, ხოლო სამომავლო თანამშრომლობა ბოლო წლების მიღწევებს უნდა ეფუძნებოდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?