გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც – ვახტანგ გომელაური

202
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ
გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის
მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს
გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც.

ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები.

2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად,
შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის
დაწესება“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თქვენი კომენტარი?