მიშა იმისთვის ჩამოვიდა და გაწირა თავი, რომ საქართველო გადაერჩინა, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გადასარჩენად”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ 13 მაისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას.
მისი თქმით, ისინი პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“მარტო ჩვენი რაღაც ინტერესისთვის და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასრჩენისთვის კი არ ვიბრძვით, ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გვაერთიანებს.”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ
მისივე თქმით, აუცილებელია უფრო მეტი კოორდინაცია პროდასავლურ პატრიოტულ პარტიებთან, ხალხთან და მედიასთან.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს