“რუსთავი2”-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყო

987
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. შესაბამისი დოკუმენტი მედიაგამოცემა “ტაბულა”-ს წყარომ მიაწოდა. მოგვიანებით კი არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამავე გამოცემასთან განმარტება გააკეთა,მან ტაბულას უთხრა, რომ 2019 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეიცვალა, სტრუქტურა იყო არეული.

“გვინდა, ჩვენი სტრუქტურა იყოს უფრო ეფექტური, მორღვეული იყო, იგივე პროდაქშენის, ტექნიკური და ნიუსის ნაწილი, ფუნქციები იყო აღრეული, უბრალოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ მოიძებნა სათანადო დრო, რომ უფრო მეტი ყურადღება მიგვექცია და არსებული სტრუქტურით ვაგრძელებდით მუშაობას. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელი იყო და მთელი რესურსი გადართული გვქონდა იმაზე, რომ სათანადო გადაცემები გვქონდა. გახსოვთ, კარგა ხნის განმავლობაში საერთოდ არ გვქონოდა პოლიტიკური ტოქშოუ, რესურსიც მწირი გვქონდა, ადამიანური, ამიტომ ვერ მოვახერხეთ, დაგვეგეგმა, როგორ მოგვეხერხებინა სტრუქტურის გარდაქმნა. 

ახლა ვმუშაობთ ამაზე, შესაძლოა, მოხდეს ან რაღაც ნაწილში ადამიანების დამატება, რაღაც ნაწილში შემცირება და ა.შ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტელევიზია უფრო წარმატებული იყოს და რეიტინგი მოვიმატოთ და მიზანი გვაქვს, რომ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება, ისევ გავხდეთ პირველები რეიტინგში” – უთხრა სალიამ “ტაბულას”.

 

თქვენი კომენტარი?