რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში” გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე?

436
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქართულ ოცნებაში განცხადება გაკეთდა იმ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩანაწერებიდან ამოღებული ფრაგმენტები და დამონტაჟებული.

“პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერებზე იყო საუბარი, ეს არის 2010 წლის – ხაზს ვუსვამ, არა 2011 წლის, არამედ 2010 წლის ჩანაწერი, რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები და ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. 

ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი.

ასეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში არასწორ განცდებს აჩენს, უნდა იყოს დაგმობილი.

ეს ფაბრიკაცია ეუთო/ოდირის დასკვნის გადასაფარად იყო, ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება. დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური და არჩევნები შეაფასა საკმაოდ დადებითად,”-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?