თქვენ გაანადგურეთ 30 ათასი ფაილი, მოსპეთ მკვლელების და მწამებლების გასამართლების ყველა კანონიერი გზა – რუსუდან შარაძე

1879
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსუდან შარაძის გამოხმაურება TV “პირველი”ს ეთერში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.

“თქვენ გაანადგურეთ 30 ათასი ფაილი, მოსპეთ მკვლელების და მწამებლების გასამართლების ყველა კანონიერი გზა, ფეხებზე დაიკიდეთ ნაწამები, ამოწყვეტილი ოჯახები და მათი იმედი სამართლის პოვნისა და მერე, როცა მოგიტრიალდებიან და პირადად გამოგიქვეყნებენ რამეს, თქვენი ისტერია, უბრალოდ, სასაცილოა.

დასაჯეთ ეს არამზადები! გამოუტანეთ ყველა დანაშაული, რაც ერისა და ქვეყნის წინაშე ჩაუდენიათ, თორემ სულ მალე, თქვენ რომ დაგსჯიან და სარზეც გაგსვამენ, ნუღარ გაგიკვირდებათ. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ შვილებს უწევთ გადახდა.”- წერს რუსუდან შარაძე.

თქვენი კომენტარი?