თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

363
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც ცნობილია, მას და მისი ოჯახის ყველა წევრს კორონავირუსი აქვს, თავად ხიდაშელი რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმედ იყო.

“კეთილო და ტკბილო ადამიანები. დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა რომ წინსვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება.

არ ვიცი როგორ გადაგიხდით მადლობას. მაგრამ ეს რაც ამ ორ კვირაში განმაცდევინეთ სრულიად არაამქვეყნიური თმაში მკაცრად და უკომპრომისოდ ჩაჭიდებული თქვენი ერთიანი ენერგია და ძალა იყო რომელმაც მისხალი უკან დახევის, მოდუნების, მინებების უფლება არ მომცა.  ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა მაგრამ მთავარია რონ შეუქცევადია!”- წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?