ის, რაც თქვენ გააკეთეთ და აკეთებთ ეს არის დანაშაულის ის ხაზი რომელიც ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და ხელშეწყობაა – ნუკა არველაძე

498
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“TV პირველი” – ის რაც თქვენ გააკეთეთ და აკეთებთ ეს არის დანაშაულის ის ხაზი რომელიც ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება და ხელშეწყობაა!”– ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნუკა არველაძე TV პირველის ეთერში გავრცელებულ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო ჩანაწერებს და ტელევიზიის წარმომადგენლებს მიმართავს.

“თქვენ ფაქტობრივად პოლარიზება კი არა სრული ხაზი გაავლეთ და დაყავით ქვეყანა! მედია აღარ ხართ და კრიმინალებად და კრიმინალების ხელშემწყობებად ჩამოყალიბდით!

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ხალხი ვინც ეს წლები გითმენდათ! ხალხი ვის შეურაცხყოფას, ბულინგს და დისკრედიტაციას აკეთებთ ერთ დღეს აღარ მოგითმენთ და მერე ვერც ვერავინ გიშველით!

ხო და კიდევ აი ოცნებიდან ვინც წყაროდ იქცა და ჩიტირეკუებად ‘ – აი იქ ხართ ცოდო! ასე გეტყვით!! – ჩემნაირი მოთმინების ადამიანსაც კი აქვს ზღვარი და გეშინოდეთ სწორედ ამის! იცოდეთ! ძალიან, ძალიან ბევრი ვართ!”- წერს ნუკა არველაძე.

თქვენი კომენტარი?