ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ, არ მოისვენა და რა ვქნა – თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეზე

მაი13,2023
გაზიარება

თაკო ჩარკვიანის პოსტი ხატია დეკანოიძეზე:

“არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ, არ მოისვენა და რა ვქნა, ეს ხატია დეკანოიძე, დღეს მერაბიშვილის მლანძღველი იმ წლებში კი მისი მაღალჩინოსანი და უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ მერაბიშვილისა, მუდამ მიშა სააკაშვილის ხმებით მოსიარულე, ნაც მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელსაც დეპუტატის მანდატი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან, დატოვება რომ გვინდოდა პარლამენტის, რადგან მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მეტი მანდატი ნაც.მოძრაობას ჰქონდა და გადამწყვეტი ხმაც მისი იყო, ისე არანაირი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის დატოვებას ) ეს ფინანსებზე (საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია) ძლიერ დამოკიდებული დეკანოიძე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, სიტყვა რომ არ დაუძრავს ყოფილი ხელისუფლების დროს რაიმე დარღვევასა თუ დანაშაულზე, არამედ ყველაფრის “გამპრავებელი” იყო, როგორც მაღალჩინოსანი და დღეს რომ თავს იკლავს “მაშინ სისტემური დანაშაული ხდებოდა და ჩემთვის წითელი ხაზიაო”

ვახ გაგიჟდება ადამიანი და ახლა რომ აღმოაჩინა “წითელი ხაზები “2023 წელს, კი მაგრამ, მაშინ რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა მონაწილე რომ იყო როგორც პოლიციის მაღაჩინოსანი და თავზე დიდი ქუდი ეხურა პილიციელის, ან დარბევაზე, ან რაიმე დანაშაულზე, ან,ან,ან.

ვახ, ეს შუბლის ძარღვი “მაყუთთან”ერთად წყდება თუ ისედაც გაწყვეტილი აქვთ და მერე იწყებენ ფიქრს როგორ იშოვონ ფული, ახლა უკვე სხვის ბეღელში ან ბანკში, ნუ მიშა ამ ჩურჩუტებს ციხეში გამომწყვდეული და დაუძლურებული ეგულებათ და ახალი სადგომის ძებნაში არიან, ხატიაც “სადგომს ეძებს ” ,

ახლა ვერ ვასწავლი ერთგულებას და მეგობრობას, დაგვიანებულია მისთვის, მაგრამ ნაცრის შეყრა თვალებში უკვე მეტისმეტია. 2 წლის წინ მიშას გამო აქცია რომ დავგეგმეთ ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი მელიასთან ერთად დეკანოიძე რომ გაჰკიოდა : არ მიხვიდეთ რუსთაველზე ჩვენი პარტიის აქცია არ არისო, გეგონება ჩემთვის კეთდებოდა ის აქცია?

ჰოდა, ახლა ეს ბედავს ,ეს უტიფარი “პოლიციელი” დეკანოიძე თითის გაშვერას, იმ “თითის” აწეული რომ ჰქონდა და მაღალჩინოსანი რომ იყო და შვილმკვდარ დედებს რომ უქნევდა უტიფრად. მიშას ხმებით ფინანსებით შევარდნენ პარლამენტში და საერთოდ “შეიქმნენ” ზოგიერთები, უღალატეს, მიატოვეს კაცი, ჩამოიყვანეს “მე მის მაგივრად ჩამოვიდოდიო ” გახსოვთ მელიას გამოსვლა ტვ პირველზეც, მესამე პრეზიდენტის ტელეფონს არ პასუხობდა “ზოგიერთი”

როცა საჭირო იყო,მარტო დატოვეს  (იხილეთ მათი ინტერვიუდან ამონარიდი) ვინც რაიმე დავგეგმეთ -აქცია პირწმინდად ჩაგვიშალეს, რადგან მათ ხელში იყო ყველაფერი თავმჯდომარე მელიას და ფრაქციის ხელმძღვანელის დეკანოიძის, ბუნებრივია ამომრჩეველი მათ ემორჩილებოდა.

თავად კი დიდ მრავალათასიან აქციებს შლიდნენ და ხალხი პიპინ-პიპინ წრეზე დაჰყავდათ სანამ ნიჰილიზმი არ დათესეს, არადა ერთადერთი გადარჩენა და რისიც ხელისუფლებას ეშინია და უკან იხევს, ხალხის პროტესტი და ბრძოლაა, ეს ფაქტია

.როგორც კი ვიტყოდი გზა რუსთაველზეა თქო, გამოხტებოდა ხან მელია, ხან დეკანოიძე მათი ცნობილი ფრაზით დუეტში : “აქციამ აქტუალურობა დაკარგაო”…და
აი ამის ჩამდენი, ელისაშვილთან მისული ინიციატივით და ლევან იოსელიანის უფლების დამცველად არჩევის ინიციატორი პარლამენტში და დღეს “ბანკირებთან” გარიგების დიდად მოსურნე, ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას…

ჩემი ბრალია, გავუფრთხილდი მაშინ, პროცესი არ დაზიანდეს თქო და წყალი ჩავიგუბე პირში სააკაშვილის მდგომარეობის და საერთოდ პროცესის გამო.

ახლა უკვე ლუსტრაცია მოხდა, ამაზე უარესს ვეღარ გააკეთებენ, ლუსტრაცია მოხდა და კარგია, თორემ ამ ზოგიერთი ცუღლუტი ფეიკ-ოპოს წყალობით და ამ ზოგიერთ უსინდისო “ნაჩინოვნიკარზე” ხელის დაფარებით აღმოჩნდა პროცესი განადგურებული.

როგორც ჩანს, ასეა ბატონებო, ბრონირებული ჯიპები, ისე ჯიპები (ამ გაგანია ბრძოლის დროს, როცა აქციების მოწყობას ბუნებრივია ფინანსი სჭირდებოდა და არ გვაქვსო წუწუნებდნენ), ციდან არ ცვივა ბრონირებული მანქანები საჩუქრად, დიდი ხელფასები

ჰოდა , რის ფასად ხდებოდა ეს ყველაფერი, ალბათ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია.
არ მსურდა საუბარი, მაგრამ რა ვქნა ხედავთ რომ არ მოისვენეს და ვუპასუხე.

P.S – ეჰ, სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს ხატია გენაცვალე, უთუოდ შეგეტყობოდა, სწორედ ეგ არაკეთილსინდისიერებაა და საჭიროების შემთხვევაში, როცა ხალხს სჭირდებოდა სიჩუმე არის პოლიციელის მუნდირის შელახვა, ეგ მუნდირი კარადაში გეკიდოს სჯობს! თუ მაინცდამაინც, სათვალე დაიტოვე, იმიჯს უხდება !“- წერს თაკო ჩარკვიანი.

სხვა ამბების წაკითხვა