ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, ამ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი თავად ბერაა – გია ხუხაშვილი

1523
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გია ხუხაშვილი ბერა ივანიშვილზე წერს და ეხმიანება სატელეფონო ჩანაწერებს, რომელიც TV “პირველმა” გაავრცელა.

“მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.

ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს. იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა… დღესაც მძევლად ჰყავთ აყვანილი.

ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში. დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა… გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი.”– წერს გია ხუხაშვილი.

თქვენი კომენტარი?