ზურაბ ყიფშიძის ოჯახს ბინიდან ასახლებენ

478
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე დღეში ბინიდან გამოასახლებენ. მაკა რაზმაძე მედიის წარმომადგენლებს მიმართავს ამბავი გააშუქონ, რათა  დროებით შეჩერდეს ყიფშიძეების ოჯახის გამოსახლება და მ დროში მოხერხდეს თანხის შეგროვება.

“განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.

სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით,რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე.

იქნებ შევძლოთ დახმარება!ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები!მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას”– წერს მაკა რაზმაძე.

კომენტარებში მას ეკითხებიან, თუ რა ფორმით შეიძლება მათი დახმარება, რაზეც მაკა რაზმაძე პასუხობს:

მე ვერ გავხსნი ვერანაირ ანგარიშს და ვერ შევაგროვებ თანხებს და თვითონ არ აქვთ მსგავსი თხოვნა. მე ჟურნალისტებს მივმართე რომ გააშუქონ და ეს სამი დღე მაინც გადაავადებინონ რომ თუნდაც თანხის შეგროვების დრო დარჩეს. ოჯახის გაყრა უნდათ სახლიდან და ამის შეჩერებას ვცდილობთ, ახლა სამ დღეში 200 ათასს ვინ შეაგროვებს ხალხო? ამიტომ სხვა გზაა ჯერ მოსაძებნი, რომ შეჩერდეს გამოსახლება და მიეცეთ დრო“- წერს მაკა რაზმაძე.

თქვენი კომენტარი?