მოაჯირის მოწყვეტის შედეგად მედიის წარმომადგენლები სიმაღლიდან გადავარდნენ (ვიდეო)

337
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს,  ტელეკომპანიების ” “რუსთავი2”-ის, “ფორმულა”-ს, “პოსტივი”-ს და “მთავარი არხი”-ს ოპერატორები დაშავდნენ, ასევე დაშავდა tv პირველის ჟურნალისტი.

შემთხვევა  იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი დაპირისპირების გადაღებას ცდილობდნენ და მოაჯირი, რაზეც იყვნენ მიყრდნობილები, მოწყდა და მედიის წარმომადგენლები სიმაღლიდან გადავარდნენ.

ტვ პირველის ოპერატორს და ჟურნალისტს, რომლებიც ამ ინციდენტის დროს დაშავდნენ, მოტეხილობები არ აქვთ.

რენტგენის, ექოსკოპიიის და ნევროპათოლოგის მეირ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდათ დაჟეჟილობა და თავის მსუბუქი ტრავმები

თქვენი კომენტარი?