დიალოგს ალტერნატივა არ აქვს – კახა კალაძე

203
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საჭიროა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ დიალოგის პროცესში კომპრომისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე, იმაზე, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დიალოგს და საუბარს, ასევე, კომპრომისებს ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?