კითხვა N2: ვის წარმოუდგენს ვასილ მაღლაფერიძე ცნობას? – რუსუდან შარაძე

1057
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსუდან შარაძის გამოხმაურება ვასილ მაღლაფერიძის მიერ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ:

“2005 წლის 3 თებერვალს მოკლეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. იმავე წლის მარტში, ჟვანიას უახლოესი მეგობარი ვასილ მაღლაფერიძე, მკვლელმა სააკაშვილმა დააწინაურა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად დანიშნა. გავიდა დრო და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბატონი ვასილი უკვე სააკაშვილის მოსისხლე მტრის, ბიძინა ივანიშვილის გუნდის თვალსაჩინო წევრი გახდა.

გუშინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

„თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კითხვა N1: რატომ ეგონა ბიძინა ივანიშვილს, რომ ადამიანები, რომლებიც ერთხელ და ორჯერ ჩასცემენ მახვილს თავიანთ პატრონებს, სიკვდილამდე მისი ერთგულები დარჩებიან?

კითხვა N2: ვის წარმოუდგენს ვასილ მაღლაფერიძე ცნობას?”– წერს რუსუდან შარაძე.

თქვენი კომენტარი?