პრემიერის კომენტარი ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ

603
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანთან, რომლის დროსაც განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ.

აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ჩვენმა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დავიწყოთ მოსახლეობის ვაქცინაცია.

ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დავუთმეთ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.”- განაცხადა პრემიერმა.

თქვენი კომენტარი?