იცით, ვინაა დღეს არა მარტო ქვეყნის, არამედ ხელისუფლების არაკეთილმოსურნეც? – ირმა ინაშვილი

318
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE
ირმა ინაშვილი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი

“იცით, ვინაა დღეს არა მარტო ქვეყნის, არამედ ხელისუფლების არაკეთილმოსურნეც? ვინც ჩინჩალაძეებისა და მურუსიძეების აღზევების გამო, “ქართული ოცნების” გამართლებას ცდილობს.

არ გინდათ, მეგობრებო, გამართლება, არაა ეს სასიკეთო და სასარგებლო ქმედება, ასეთი გამართლებები იწვევს ბოლოს ხალხის გაბრაზებას! ახლა ის დროა, როცა მწარე სიმართლის თქმა ჯობს, ტკბილი პოსტების წერას. მაამებლობა მმართველ გუნდს დაღუპავს, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა, ამაზე მმართველი გუნდი უნდა წუხდეს.

მე, როგორც მოქალაქეს, ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ მართლმსაჯულების მურუსიზაციას საკმაოდ მძლავრი ფესვები აქვს და თუ ეს ფესვი ძირიანად არ ამოიკვეთა, ცუდად იქნება ქვეყნის საქმე.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE