TV “პირველში” არანაირი შეჭრა არ იგეგმება – პრემიერი

195
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რაც შეეხება „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება.

„მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკის და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი კომენტარი?