სახალხო დამცველის განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

913
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახალხო დამცველი ეხმიანება ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას წერილი ჰქონდა გაგზავნილი. ინფორმაციას თან ახლდა ნინო ლომჯარიას ფოტო, რასაც ის მანიპულაციად და მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

“მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ გრძელდება, გავრცელებული ინფორმაცია არის მანიპულაცია და სიმართლეს არ შეესაბამება”– წერს სახალხო დამცველი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

თქვენი კომენტარი?