კორონავირუსის ვაქცინას პირველად პაატა იმნაძე გაიკეთებს

222
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოში შემოტანილ კორონავირუსის პირველ, ასტრაზენეკას ვაქცინას პაატა იმნაძე გაიკეთებს. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცცვაძემ გაავრცელა.

„ხვალ, 9:00 საათზე აქ მოვა ბატონი პაატა იმნაძე და დემონსტრაციულად, პირველი აიცრება ღია ეთერში სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში, და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა, პლუს ჩვენ ვიმუშავებთ ამისთვის. ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, რომ ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თქვენი კომენტარი?