ჩემი წყარო ამბობს რომ ხელისუფლება მიშას თბილისურ კვალზე თაკო ჩარკვიანმა გაიყვანა”- ამის შესახებ ელისო კილაძე წერს სოციალურ ქსელში.
“დაპირებული სკანდალი: 2021 წლის 22 სექტემბერს თაკო ჩარკვიანმა რეგისტრაციაში გაატარა სახალხო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად, დაიწყო მხარდამჭერების რეგისტრაცია და ისტერიულად გაჰკიოდა რომ 117 000-მა კაცმა გაიარა რეგისტრაცია.
აღნიშნული ფაქტი მოწმობს იმას,რომ ჩარკვიანი ემზადებოდა სააკაშვილის დაბრუნებისთვის და იცოდა მისი გეგმის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი კიევიდან გამოემგზავრა მოძრაობის შექმნიდან ხუთ დღეში.
ჩემი წყაროს ინფორმაციით,გეგმა იყო ასეთი: თბილისში ჩამოსული მიშასთვის არჩევნების წინა დღეს ჩარკვიანს უნდა შეეკრიბა რეგისტრირებული ხალხი და მიშაც ხალხმრავალ აქციაზე გამოჩნდებოდა ,რაც შეუძლებელს გახდიდა მის დაკავებას.
რა მოხდა ?!
არც არაფერი – ორგანიზაციის შექმნა და ხალხის რეგისტრაცია აღმოჩნდა ბლეფი და მახე მიშასთვის!
აქციას ელოდა და პოლიცია დაადგა თავზე! ჩემი წყარო ამბობს რომ ხელისუფლება მიშას თბილისურ კვალზე ჩარკვიანმა გაიყვანა.
პარტია? პარტიამ მიშას ჩამოსვლის გეგმაზე არაფერი იცოდა! სად წავიდა ჩარკვიანის რეგისტრირებული ხალხი?!
ამის მეოთხედი მაინც რატომ ერთხელ არ გამოჩნდა მის აქციაზე?! ჰოდა,მერე რაც მოხდა გაგრძელებაა – საკუთარი “ნასედკობის” დასაფარად მელიაზე ისტერიული შეტევა და პარტიის საბოლოო გახლეჩა!
ჰო, გაასაჯაროვოს ჩარკვიანმა რეგისტრირებული ადამიანების სია -ერთად ვნახოთ რამდენი მკვდარი სული ჰყავს იქ.
სააკაშვილი ციხეში კვდება, ჩარკვიანი კეზერაშვილის დავალებით და ფულით ეთერ ეთერ გაჰკივის და ხალხს ტალახს ასხამს.
ზვიადის გამყიდველის ოჯახში გაზრდილი უსინდისო დედაკაცისთვის მიშას გაყიდვა რატომ იქნებოდა შეუძლებელი? ოჯახური ტრადიციაა ღალატი !
ფულზე შეგნებულად არ ვწერ არაფერს,ის ადამიანი ვინც მას საორგანიზაციო საკითხებისთვის თანხა გადასცა, ჩემი მეგობარია. დადგება დრო და თავად მოყვება დეტალებს! ჯონი გიგანიც ესწრებოდა შეხვედრას, წერტილი !
P.S. – დატოვეთ ჩარკვიანი მარტო მის პარტნიორებთან ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად!
ნუ შედიხართ პოლემიკაში და ნუ აცოცხლებთ მას! მძიმე ტვირთია გამცემის იარლიყით ცხოვრება! “– წერს ელისო კილაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს