მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – ოპოზიცია იმედგაცრუებულია

1335
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რამდენიმესაათიანი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა და ოპოზიციამ იმედგაცრუება ვერ დამალა. ისინი მოლაპარაკებების წარუმატებლობაში “ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ” და ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ხისტი პოზიციების გამო, კომპრომისი ვერ შედგა.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შეჩერებულია, კრისტიან დანიელსონი კი დღეს უკვე ბრიუსელში მიემგზავრება, რომელიც შედეგებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გააცნობს.

 

თქვენი კომენტარი?