ამერიკელი ექიმი “ფაიზერი”-ს ვაქცინის გაკეთებიდან 16 დღის შემდეგ გარდაიცვალა

2001
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფლორიდაში მომუშავე ექიმი, 56 წლის გრეგორი მაიკლი კორონავირუსის ვაქცინა “ფაიზერი”-ს გაკეთებიდან 16 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანო ახლა სწორედ ამ საქმეს იძიებს.

შემთხვევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა და პოსტი სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეუღლემ 6 იანვარს გამოაქვეყნა.

შენიშვნა: თარგმანი შესაძლოა არ იყო ზუსტი ციტირება, თუმცა შინაარსი არის უცვლელი

“ჩემი ცხოვრების სიყვარული, გრეგორი მაიკლი, რომელიც მეან-გინეკოლოგი იყო და მაიამიში მუშაობდა, კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ, გუშინწინ გარდაიცვალა.  მან ვაქცინაცია ჩაიტარა ფაიზერით 2020 წლის 18 დეკემბერს, 3 დღის შემდეგ დაეწყო სისხლჩაქცევები ფეხებზე და ხელებზე.

თრომბოციტების რაოდენობა კი ნულზე დაეცა, როდესაც ნორმალურ ვითარებაში სისხლში თრომბოციტების რაოდენობა 150 ათასიდან 450 ათასამდეა. მის გადასარჩენად ჩართულები იყვნენ მთელი ქვეყნის სპეციალისტები, თუმცა თრომბოციტებმა არ აიწია. ოპერაციამდე ორი დღით ადრე მას ჰემორაგიული ინსულტი განუვითარდა, რომელიც თრომბოციტების არარსებობით იყო გამოწვეული.

ის ვაქცინაციის დამცველი და მომხრე იყო, ამიტომაც ჩაიტარა აცრა. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ  შესაძლოა თან ახლდეს გვერდითი მოვლენები და რომ ეს ყველასთვის არ არის კარგი და ამ შემთხვევაში ამ ამბავმა გაანადგურა ლამაზი სიცოცხლე, შესანიშნავი ოჯახი.

არ დაუშვათ, რომ მისი სიკვდილი ამაო იყოს. გადაარჩინეთ მეტი სიცოცხლე “– წერს ექიმის მეუღლე ჰეიდი ნეკელმანი, რომლის ორგინალი პოსტიც შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

https://www.facebook.com/heidi.neckelmann/posts/10157817790183977

თქვენი კომენტარი?