“ნაციონალური მოძრაობის” გატოლება რაიმე სახით “ქართულ ოცნებასთან” არის გატოლება ღამის და დღის – მიხეილ სააკაშვილი

480
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ჩემი აზრით, ქართველ ხალხს სჭირდება არა პარტიების და მათ როლზე ლაპარაკი ახლა, არამედ სჭირდება სრული ერთიანობა სიტუაციის შეცვლის კუთხით და შემდეგ ამ ჭაობიდან სწრაფად ამოსვლა.

“ნაციონალური მოძრაობის” გატოლება რაიმე სახით “ქართულ ოცნებასთან” არის გატოლება ღამის და დღის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ისეთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი განვითარება, რომ 9 წელი ანგრევს “ქართული ოცნება” და ბოლომდე მაინც ვერ დაანგრია. ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ მეთოდს ერთ პლანზე ორივეს დაყენების.

ჩვენ გვჭირდება ახლა, მართლაც ფართო კოალიციური შეთანხმება და კოალიციური მთავრობა არა იმის ხარჯზე, რომ ვინმემ ხელოვნურად ჩააჩოჩოს ის ძალა და ის ხალხი, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო.“-  წერს სააკაშვილი.

თქვენი კომენტარი?