მიიჩნევს თუ არა ნინო ბურჯანაძე კონკურენტად გიორგი გახარიას?

1165
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამომავლოდ, მიიჩნევთ თუ არა გიორგი გახარიას კონკურენტად? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ მის გადაცემაში სტუმრად მყოფ ნინო ბურჯანაძეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერ უპასუხებს ამ კითხვას, რადგან იმისათვის, რომ კონკურენტად ჩათვალონ, მან უნდა შექმნას პარტია, გასცეს პასუხები საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე და დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად ოპოზიციონერია.

“ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, კონკურენტად რომ ჩათვალო ადამიანი, მან პარტია უნდა შექმნას, კითხვებზე პასუხი გასცეს, დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად ოპოზიციონერია, გვაჩვენოს თავისი პრიგრამა, ვინ ეყოლება გვერდით და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩათვალო კონკურენტად ან არა.

წინასწარ, აკვიატებული აზრები, ნეგატიური, ან პოზიტიური ნამდვილად არ მაქვს ბატონ გახარიასთან მიმართებით, ვარ აბსოლუტურად ობიექტური და ნეიტრალური, ვცდილობ, რომ ნეიტრალურად შევაფასო. დაველოდები მის შემდგომ ნაბიჯებს, განცხადებებს, გუნდს, რომელსაც შეკრებს და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება იმის თქმა, ის იქნება ოპოზიციის კონკურენტი, თუ არა”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თქვენი კომენტარი?