ჩემთვის ყველაზე ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როდესაც პაციენტი ვნახე – ლევან რატიანი ექთნის გარდაცვალების შესახებ (ვიდეო)

1806
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “ღამის კურიერში” სტუმრობისას, ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღწერა პაციენტის მდგომარეობა მასთან შეყვანის დროს.

მისი თქმით, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური და საჭიროებდა დიდი დოზებით წნევის შენარჩუნებას.

“ჩემთვის ყველაზე ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როდესაც პაციენტი ვნახე, ეს იყო 3 ბალიანი კომა, რომელიც, სამწუხაროდ, ექიმისთვის ძალიან ცუდი აღსაქმელია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ახალგაზრდას. სიმართლე გითხრათ, იმ წუთში, როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა აღმოჩნდებოდა უეფექტო”– განაცხადა ლევან რატიანმა.

თქვენი კომენტარი?