რატომ არ არის ნამყოფი ჯარში თავდაცვის მინისტრი? – ჯუანშერ ბურჭულაძის პასუხი

337
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური მას არ გაუვლია, თუმცა, თავი არ აურიდებია და ყველაფერი კანონიერად მოხდა. მისი თქმით, იმ ასაკში, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

„ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი იმით, რომ დიდი ოჯახი შევქმენი, ვერ ვხედავ აქ დისკომფორტს. ეს შეკითხვა ადრეც დამისვეს. ლეგიტიმური მიზეზების გამო, მუშაობაც საკმაოდ ადრე დავიწყე და ბავშვიც მყავდა იმ ასაკში, მე გათავისუფლებული ვიყავი“, – განაცხადა მინისტრმა.

თქვენი კომენტარი?