არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასება

1104
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და  გამოყენების ფაქტი.”- ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ანგარიშში, რომელიც ნიკა  გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ეხება.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.

ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს. კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული ან საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა.

ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც პირთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებისათვის, რის გამოც, იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.”– ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებაში.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე:

თქვენი კომენტარი?