წავიდა ბიძინა. ის ვეღარც წინა ხაზზე იქნება და როგორც ვატყობ, ზურგიდანაც დაბლოკავენ – ხათუნა ხოფერია

448
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხათუნა ხოფერიას პოსტი სოციალურ ქსელში:

“წავიდა ბიძინა. ის ვეღარც წინა ხაზზე იქნება და როგორც ვატყობ, ზურგიდანაც დაბლოკავენ. ასე ხდება, როდესაც ევროპული სტანდარტების მიხედვით, გადაჰყავხართ პულტით მართვაზე.

დიახ, პირველ რიგში მთავარ მექანიზმს ცვლიან… ჰო და, დარჩა ეს მექანიზმგამოცლილი პარტია მდინარაძე – კობახიძის იმედად. ხოლო ოცნების პოლიტსაბჭო – ტყუილი ბორშჩივით. არა და, არტალით სულ სხვა იყო…

აი, მომენტი გახლამთო, მომენტი, ხომ გაგიგიათ?! გახარიაზე გამახსენდა.
რა იყო მაინც ეს ააა?! არსადაც არ მივდივარო, აქ ვარ, პოლიტიკაშიო! ისე, გახარიაში კი არაა საქმე, მომენტშია. აი, პახმელიაზე რომ ხარ და უცებ ნაცნობი დაგირეკავს, გამოდი, ლუდი მაქვს, არაყი და ხაშიო, რავარია? თან იმ მომენტში, როცა ქართული ოცნების მხარდამჭერების ნახევარზე მეტი კარგა ხანია პახმელიაზეა.

ბიძინასაც და მიშასაც თამაშიდან გაწევენ… ასე ურჩევნია ჯაყოსა! დარჩება ოცნება თეიმურაზ ხევისთავივით და ნაცმოძრაობა მარგო ყაფლანიშვილივით! მიშას გარეშე დარჩენილი ნაცმო როგორ იქნება არ მაინტერესებს. ნაცმოს ფასი, მაგათი დაბრუნების შიშით გამოწვეულ ოცნების გადარჩენის ინსტინქტში იყო. იყო… და მორჩა!

აი, ოცნება კი, ბიძინას გარეშე რაფერაა იცით?! რაფერც პატარძალთან სიძის გარეშე მისული მაყარი, სადღეგრძელოს კი ამბობენ, მარა პატარძლის “გაიმმასმქნებელი” რომ არაა არავინ! ჰო და, იმას ვამბობდი, ოცნებაზე მეფიქრებათქო……. ღამეა, ახლა და გალაკტიონს მოვიშველიებ:
არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა,
წყალმა წაიღოს დიდება,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.”– წერს ხათუნა ხოფერია.

თქვენი კომენტარი?