“ქართულ ოცნებას” ვპირდები: ყველა აგებთ პასუხს – ირმა ინაშვილი

580
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება “სუსი”-ს ყოფილი თანამშრომლის იმ ინტერვიუს, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ ამონტაჟებდნენ სათვალთვალო მოწყობილობებს უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში.

“ვრცელდება სუსის თუ შსს-ს თანამშრომლის ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ ეს მანკიერება (ფარული გადაღებები) “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება და ამჯერად, ანა დოლიძის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს რაც ვიცით, თორემ საუბარი ათასობით ფაილს და არა ერთ საჯარო პირს ეხება, რომელთა ოჯახებშიც (ფარულად) გადამღებ აპარატურას ამონაჟებდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ.

მხარდაჭერას ვუცხადებ ანა დოლიძეს! ანა დოლიძე არც მარტოა და არც მარტო ანა დოლიძის პრობლემაა, რასაც მორიგჯერ დავეჯახეთ.

“ქართულ ოცნებას” ვპირდები: ყველა აგებთ პასუხს! ქვედა შემსრულებლებიც და, რაც მთავარია, ზედა რგოლი!!! თქვენც საძინებლებში უვარდებით ადამიანებს?! საიდან უნდა იცოდეს ვინმე შემსრულებელმა ივანე გულაშვილმა ველოსიპედი დგას ანა დოლიძის სახლის აივანზე, თუ ყვავილების ქოთანი? ანუ უკანონოდ იყო შესული მის საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ უთვალთვალებდნენ და იწერდნენ, რასაც ვინმე გულაშვილი თავად ადასტურებს. თქვენც მეგის ქარდავები გახდით?!”- წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქში

თქვენი კომენტარი?