კახა კალაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში მკურნალობს

3004
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც მკურნალი ექიმი ზურაბ ფაღავა ამბობს, კახა კალაძეს, საბოლოოდ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა და მხოლოდ ვესიტბულოპათია დადგინდა, რაც წონასწორობის დარღვევაა, ხოლო ეს გამოწვეულია მისი სპორტული წარსულითა და ამჟამინდელი დაძაბული შრომითი განრიგით, რაც მოწესრიგებადია და ის უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, ამასთანავე საჭიროა დაკვირვება და კვლევების ჩატარება.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით. ამჟამად, მისი რეჟიმი არის თავისუფალი, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ დაკვირვებასა და კველევების ჩატარებას. პრაქტიკულად, კვლევები ჩატარებულია და ველით მათ შედეგებს. ამის შემდეგ, ბატონი კახი სრულფასოვნად დაუბრუნდება შრომას”, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

ექიმის ცნობითვე, კახა კალაძე ამ დროისთვის უკეთ გრძნობს თავს.

თქვენი კომენტარი?