22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” გმობს რუსეთთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამის შესახებ ნათქვამია მათ განცხადებაში.

“სამოქალაქო იდეა“ გმობს, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, აუცილებელი და უალტერნატივოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, ისევე, როგორც რუსეთში ფრენებზე.
სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს.

ასევე , მიუღებელია ქართული ავიაკომპანიის სურვილი, განახორციელოს ფრენები მოსკოვის მიმართულებით”– ნათქვამია განცხადებაში.