თალაკვაძემ იცეკვაო, – ტანგის რეზინებს იტკაცუნებენ ნაცსექტანტები – ბონდო მძინარაშვილი

1365
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ცეკვავს. ოპოზიციურმა მედიამ ვიდეოში ხაზი გაუსვა იმას, რომ თალაკვაძე რუსული სიმღერის ფონზე ცეკვავს.

“თალაკვაძემ იცეკვაო, – ტანგის რეზინებს იტკაცუნებენ ნაცსექტანტები, დაიწითლეს გვერდები. იცეკვა არა, სცენა გაცვითა გასმებით!

ყველა ასე “ცეკვავს” ქორწილში ან დაბადების დღეზე! მოცეკვავეების ქორწილს არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, – იქ მთელი წარმოდგენაა, ულამაზესი წარმოდგენა: როცა ანსამბლის წევრები ცეკვავენ, იმის ყურებას არაფერი სჯობს!

ადამიანია თალაკვაძეც და იცეკვა, რა დააშავა, გარდა იმისა, რომ გავიგეთ: ცეკვა არ სცოდნია! რაო, თქვენ რომელ პარტიას ასრულებთ ქორწილში: ფრიდონ სულაბერიძის თუ იამზე დოლაბერიძის?!

იცეკვაო, კაცო, იცეკვაო! აბა, თქვენ გაქვთ საქმე საცეკვაოდ და სამღერლად?!
რვა წელია, “თავო ჩემოს” მღერით და ეგრე გააგრძელეთ, ნაცებო, მაინც აღარაფერი გეშველებათ?!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

თქვენი კომენტარი?